“საქართველო მინიატურებში” ციცინათელას პარკის გვერდით მდებარეობს და ის ჩვენი ქვეყნის 60-მდე ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას აერთიანებს. აქ შეგიძლიათ ერთდროულად დაათვალიეროთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა კი საქართველოში მოგზაურობის ახალი მარშრუტიც დაგეგმოთ და მინიატიურული ღირსშესანიშნაობების ნამდვილი ვერსიები მოინახულოთ.
პარკში სტუმრობა ზამთრის სეზონზე შეგიძლიათ ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ზაფხულში 09:00 საათიდან 00:00 საათამდე.