KA

მრავალწყაროს წყალსაცავი

არ შეიძლება საქართველოში მოგზაურობას გეგმავდე და მრავალწყაროს წყალსაცავი გამოგრჩეს, რომელიც ფერად უდაბნოშია. ეს არის ყველაზე ეგზოტიკური ადგილი, რომელიც გარეჯის მიმართულებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
გარდაბანი

იქამდე მისულმა და ფერადი მთების ხილვით აღფრთოვანებულმა შეიძლება, თვალებსაც არ დაუჯერო, მაგრამ ასეა - ეს ნამდვილად წყალია, აქ, უდაბნოში, ჭრელ მთებს შუა მოქცეულ, ფერებად დაღვრილ ეგზოტიკურ გარემოს სარკესავით რომ ირეკლავს და იქაურობას კიდევ უფრო ზღაპრულს ხდის. 

განსაკუთრებით ლამაზია გარეჯის უდაბნო ზაფხულში, როდესაც ჭრელი მთები ოდნავ მწვანე ბალახით შეიმოსება. ამ ულამაზესი სანახაობით მოგვრილი ემოციები დიდხანს გაგყვება და რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება, თუ ამ სილამაზეს ფირზეც აღბეჭდავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა