თელავის ფესტივალში მონაწილეობისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ცნობილი შემსრულებლები და მუსიკოსთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.
ფესტივალზე გამოდიან თავად ელისო ვირსალაძის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან.
პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია - სრულდება როგორც კლასიკური მუსიკის შედევრები, ისე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
ბოლო წლებში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის თელავში იმყოფებოდნენ მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები: ჩეხი პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი, მევიოლინე კოლია ბლაჩერი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, თურქი პიანისტი ჯან ჩაკმური და სხვა.
ფესტივალს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება, თელავის დრამატული თეატრი მასპინძლობს. ეს კულტურული დაწესებულება თითქმის 200 წლისაა და ყველაზე ძველი თეატრია კავკასიაში, შესაბამისად, საქართველოშიც.
კონცერტებზე დასწრების პარალელურად შეგიძლია, ამ ულამაზესი ქალაქის ხედებითაც ისიამოვნო, დაათვალიეროთ ისტორიული ნაწილი, მეფე ერეკლე II-ის სასახლე-მუზეუმი, ისეირნო თელავის ნადიკვარის პარკში და აქედან კავკასიონის დიდებულებითაც დატკბე.