მუსიკოსთა პარკი 21 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული სივრცეა, რომელიც ვიზიტორებს ყველა სეზონზე მასპინძლობს.
მის გარემოში სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიულ ზონებს შეხვდებით, როგორიცაა: კოის ბაღი, მეთევზის ქოხი, დრაკონის ბუდე და სხვა საინტერესო სკულპტურები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია პარკის ერთადერთი არამუსიკალური ძეგლი - ანო და ვანო. პარკში ასევე შეხვდებით ხის სკულპტურებს, რომლებიც მის გარემოშივე დაზიანებული ხეებისგანაა დამზადებული. თითოეული ინსტალაცია ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას ქმნის. ამასთან ერთად, საყვარელი ფოტო ზონებია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
მუსიკოსთა პარკის შესასვლელთან მდებარეობს 1300 კვ.მ ფართობზე გაშენებული მომღერალი შადრევანი, რომელიც სეზონის მანძილზე, ყოველ საღამოს, მუსიკალურ შოუს სთავაზობს ვიზიტორებს.
პარკის გარემოს შეგიძლიათ ყოველდღე, დღის ნებისმიერი მონაკვეთში ეწვიოთ.