KA
Omune Jikha

ომუნეს ჯიხა

დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხე, სამეგრელო, თავგადასავლების მაძიებლებისა თუ მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის ერთნაირად მიმზიდველი ადგილია. ლურჯად მოლივლივე ტბები, მისტიკური კანიონები და სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ძეგლები ამ კუთხეს ტურისტების საყვარელ ადგილად აქცევს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

რა არის ომუნეს ჯიხა და რატომ უნდა იხილო ეს ნაგებობა?

მდინარე ენგურის ნაპირას, სვანეთისკენ მიმავალ ზუგდიდისა და მესტიის შემაერთებელ საავტომობილო გზაზე მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქი ჯვარი, სადაც შეგიძლია  XV საუკუნის ციხე-კოშკი ნახო, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი. მეგრულად ჯიხა ციხეს ნიშნავს, ომუნე კი სოფელი ყოფილა ამ ტერიტორიაზე. 

კოშკის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ, ადგილმდებარეობისა და პოზიციის მიხედვით, მას სათვალთვალო და სასიგნალო დანიშნულება ჰქონდა - ამ კოშკიდან კონტროლდება ტერიტორია შავ ზღვამდე.

კოშკი, როგორც სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, მდინარე ენგურის რიყის ქვითაა ნაგები. ნაგებობა სამსართულიანია, გეგმით - ოთხკუთხა. აღმოსავლეთის მხრიდან ორი ვიწრო სარკმელი აქვს. სათოფურები მაღლაა განლაგებული. კოშკის ქვედა სართული ყრუა - სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზნით, ხოლო ზედა სართულს საბრძოლველად იყენებდნენ.

ომუნეს ჯიხა 1982 წელს აღადგინეს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა