KA
Pantiani Lake

პანტიანის ტბა

ბუნებაში დასვენებისა და თევზაობის მოყვარულებისთვის ქვემო ქართლის მხარეში, დმანისიდან 5 კილომეტრში მდებარე ეს ტბა ნამდვილი აღმოჩენაა.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
დმანისი

პანტიანის ხელოვნური წყალსაცავი ზღვის დონიდან 1368 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ადგილობრივ მოსახლეობაში არმუდლუს სახელითაა ცნობილი. ტბის ზედაპირის  ფართობი 0,6 კმ²-ია.

ირგვლივ წიწვოვანი ტყე და მუხის კორომებია. სიმწვანეში ჩაფლული ტბის სანაპიროზე ბევრ ადგილს ნახავ კარვის გასაშლელად და პიკნიკის მოსაწყობად. 

ტბაში ანკესით თევზაობაც დაშვებულია - პანტიანის ტბაში ბინადრობს სარკისებრი კობრი, თეთრი ამური და კარჩხანა, რომელიც თბილ ამინდში წყლის ზედაპირზეც კი ამოდის.

თუ კოცონზე კერძების მომზადება არ გეხერხება, შეგიძლია, ტბის სამხრეთით ულამაზეს მუხნარში მდებარე რესტორანს ეწვიო და ღია ფაცხებში ადგილობრივი კერძები დააგემოვნო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა