KA

პარაგლაიდინგი სტეფანწმინდაში - მწვერვალი დედაენა

მწვერვალი დედაენა, რომლის სიმაღლე 3493 მეტრია, მდებარეობს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, გუდაურიდან 8 კილომეტრში, ჯვრის უღელტეხილთან. 
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

ადგილმდებარეობა

მწვერვალის მისადგომებთან გადის საქართველოს მთავარი სამხედრო გზა. მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი სახის ავტომობილით, რის შემდეგაც გასავლელია მარტივი საცალფეხო ბილიკი. ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 2426 მ-ზე და ავდივართ 3101 მ-ზე, სადაც ასაფრენი წერტილია. 

იფრენ მთის სიახლოვეს. დასაჯდომი წერტილი ცენტრალური გზის პირას, გაშლილ მინდორზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა. დედაენაზე ფრენა განსაკუთრებით საინტერესოა hike and fly-ს მოყვარულთათვის. 

საფრენი დრო 20-25 წუთი.

დედაენიდან შესაძლებელია როგორც სოლო, ისე ტანდემ ფრენის შესრულება. 

სეზონი

დედაენის მთიდან ფრენისთვის საუკეთესო სეზონია ზაფხული. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ თქვენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა