KA
Raketi St. Nicholas Church

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

რაჭაში, ამბროლაურიდან 26 კმ-ში, ზღვის დონიდან 940 მეტრ სიმაღლეზე მყუდრო სოფელი - პატარა ონია გაშენებული. მწვანე ეზოებში ჩადგმულ რიკულებიან სახლებში აქ სულ 100-ამდე მოსახლე ცხოვრობს. კეთილი ადამიანების გარდა, სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის არქიტექტურა

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია XI საუკუნეში აუშენებიათ. ეს არის დარბაზული ტიპის, ერთნავიანი ნაგებობა, რომელსაც სამი შესასვლელი აქვს - სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. ტაძარი აშენებულია ტუფითა და სუფთად გათლილი შირიმის ქვის კვადრებით. ეკლესიის კარ-სარკმელი, ლავგარდანი, აღმოსავლეთი ფასადი მოთეთრო კირქვითაა მოპირკეთებული. მდიდრული ჩუქურთმებითა და რელიეფებით ეკლესია მრავლად არის შემკული.

გასული საუკუნის 70-იან წლებში რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. ნაწილობრივ აღდგა ეკლესიის ნატიფი ჩუქურთმებით შემკული კანკელი. ტაძარში მის ორიგინალ, ჩამოცვენილ ნაწილებსაც ინახავენ. 

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჯვრითა და ასომთავრული წარწერით შემკულ აღმოსავლეთ ფასადზე მეცნიერებმა ასეთი წარწერა ამოიკითხეს: „წმიდაო ნიკოლოზ საკვირველმოქმედო და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო, მფარველ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა კახასა და ადელაიდას, რომელთა აღაშენეს წმიდა ეკლესიაი ესე“.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა