KA
Samtavro Burial Ground

სამთავროს სამაროვანი

თუ უძველესი ცივილიზაციების ცხოვრება გაინტერესებს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სამთავროს სამაროვანი უნდა იხილო. ეს საქართველოში გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლია - 18 ჰექტარ ფართობზე მრავალი კულტურულ ფენაა აღმოჩენილი, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანიდან ახ. წ. X საუკუნის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

რა აღმოჩნდა სამთავროს სამაროვანში?

ამ უძველეს ნამოსახლარებსა და ქვაყუთებს, ანუ ქვის ფილებისგან აგებულ სამარხებს, XIX საუკუნის 60-იანი წლებში მიაკვლიეს. 

სამარხთა უმეტესობაში მიცვალებული ხელფეხმოკეცილ პოზაში ასვენია. ზოგიერთ ქვაყუთში იარაღი, სამკაული და სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელიც გამოვლინდა.

სამთავროს სამაროვნის იდუმალება ჯერ ბოლომდე არ არის ამოხსნილი.
ამ დროისთვის 3000-მდე სამარხია შესწავლილი. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ფენაში მიკვლეულია არქაული კერამიკა, ქვის იარაღები და შენობათა ნანგრევები. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში ნაპოვნია მძივები, ოქროს სამკაულები და სხვა.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანისა და ადრინდელი რკინის ხანის სამარხებში აღმოჩენილია მონეტები, სამკაულები, მოჭიქული კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის იარაღები, ოქროს სამკაული, ბრინჯაოს ცხოველთა ქანდაკებები და ა.შ.
ერთ-ერთ სამარხში გამოვლენილი ძვირფასი ნივთების სიმრავლე მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ განსვენებულები სამეფო ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.

სამთავროზე მოპოვებული მასალა სხვადასხვა ადგილას ინახება - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის ისტორიის მუზეუმში, ევროპის სიძველეთა საცავებში და მცხეთის მუზეუმში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა