ბაღში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნები; განახლდა საბავშვო ატრაქციონები და ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი.
ბაღს 356 ხე და 60 ძირი ბუჩქი, სხვა მწვანე ნარგავები, მათ შორის, თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები შეემატა. წესრიგს აქ ახლა ახალი ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს, განათება კი გვიან ღამემდე ჩართულია.
პარკის ადგილმდებარეობა, მიმზიდველი გარემო და მრავალფეროვანი გასართობი ყოველდღიურად უამრავ სტუმარს იზიდავს. ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებით ექსტრემალური სპორტის მოედნის - სკეიტ პარკისა და ე.წ. ლოკოკინას კედლები მოსწონთ, თუმცა ამ პარკში გასართობს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის ადამიანი მოძებნის.