KA
Dedaena Park

დედა ენის ბაღი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის სიახლოვეს მდებარეობს ბაღი, რომელიც თავისი საუკეთესო სკეიტპარკით, უნიკალური გამწვანებით, დასასვენებელი და გასართობი სივრცეებით ნებისმიერი ასაკის ადამიანს იზიდავს. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს დედაენის ბაღი?

ბაღი ამ ადგილას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაშენდა. წლების შემდეგ კი ის მნიშვნელოვანი ეროვნული მოძრაობის ადგილად იქცა. 1977 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელმაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოართვა. ხელისუფლების ინიციატივას ქართველმა ხალხმა საპროტესტო გამოსვლებით უპასუხა. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, ბაღში დიდი მიტინგი გაიმართა. ხალხის აქტიურობას შედეგი მოჰყვა და ქართულმა სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

1983 წელს ბაღში დაიდგა ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის ძეგლი „დედაენა“, მეორე სახელწოდებით - „ცოდნის ზარი“. ესაა ცოდნის მიღების წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი.

დღეს დედაენის ბაღის წინაღობებით აღჭურვილი და სრულიად უსაფრთხო ბეტონის სკეიტპარკი რეგიონში პირველი პროექტია, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაღი მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე. ეს საუკეთესო ადგილია ქალაქის ქაოსისგან გაქცევის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებისთვის. თუკი დედაენის ბაღს ესტუმრები, მშრალ ხიდზეც აუცილებლად უნდა გაისეირნო, სადაც მრავალი ორიგინალური და საინტერესო ნივთის პოვნა შეიძლება. აქვეა იუსტიციის სახლიც, რომელიც თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუშია.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა