KA

პანორამული ბორბალი - ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობა

მოჩანს ზღვიდან და ხმელეთიდან, ღამე სხვადასხვა ფერებით ნათდება, მისგან ზღვისა და მთების საოცარი პანორამული ხედები იშლება და ამიტომაც „პანორამული ბორბალი“ ჰქვია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - „პანორამული ბორბალი“ ახალ ბულვარში, „საოცრებათა პარკში“ დგას. არ გაგიკვირდება, თუკი გეტყვი, რომ ის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია. 

„პანორამული ბორბლის“ სიმაღლე 55 მეტრია. სწორედ ამ სიმაღლეზე აჰყავხარ მიწიდან ცაში და ქალაქის, ზღვისა და მთების წარმოუდგენლად ლამაზ სურათებს გაჩვენებს.

აქედან ზუსტად ჩანს ჰორიზონტი, მზის ჩასვლა-ამოსვლა. ხელისგულზეა მთელი ქალაქი, მისი ძველი და ახალი უბნები, მწვანე მთები და ლურჯი ზღვა. 

ცალკე სიამოვნებაა „პანორამულ ბორბალზე“ ყოფნა შებინდებისას, როცა ლამპიონები ნათებას იწყებს და ბათუმის ფერადი შუქები ზღვის ზედაპირზე ირეკლება. 

„პანორამული ბორბლით“ სარგებლობა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. ბორბალზე 40 გონდოლაა დამაგრებული. თითო გონდოლა 6 ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ერთი ბრუნის გაკეთებას კი 10 წუთი სჭირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა