ატრაქციონების პარკი “ციცინათელა” გურიაში, კურორტ შეკვეთილში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ 40-მდე საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური ატრაქციონი; კვების ობიექტები; უალკოჰოლო ბარი და სხვადასხვა ტიპის თავშეყრის ადგილები. პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით ისეთ გასართობ ზონებსაც, რომლებიც გადახურულ შენობებშია განლაგებული, რაც ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას უამინდობაშიც შემოუერთდნენ საერთო მხიარულებას. მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესოა VR კინო და VR სივრცე, სადაც ვირტუალური რეალობის 20-მდე თამაშის არჩევანია.
ციცინათელა 2006 წელს გაიხსნა, თუმცა მისი პირველი მასშტაბური განახლება 2025 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც განახლდა ინფრასტრუქტურა. 2026 წლის ზაფხულიდან კი, პარკის 20 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ციცინათელას ახალი ატრაქციონები დაემატება, რაც პარკში ვიზიტორების სტუმრობას კიდევ უფრო ზღაპრულ გამოცდილებად აქცევს.
პარკის წინ 2500 ავტომობილზე გათვლილი უფასო ავტოსადგომია მოწყობილი.
ციცინათელა სეზონის განმავლობაში ყოველდღე, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე მუშაობს.