მაგნიტოთერაპია - მკურნალობის ეს უნიკალური მეთოდი გამოიყენება ოსტეოპოროზის, მოტეხილობის, ართროზის, კონტრაქტურის, ნევრალგიის, კანის ჭრილობის, წყლულისა და დამწვრობის, ართრიტის, მიოზიტის, ტენდინიტისა და ძვალსახსროვანი და ძვალკუნთოვანი სისტემის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ;
ამპლიპუსო თერაპია - მას იმ შემთხვევაში უნდა მიმართო, თუკი პერიფერიული ნერვული სისტემა, ან სახსრების დაავადებები გაწუხებს;
ულტრაბგერითი რხევებით მკურნალობა - მას იმ ადამიანებს ურჩევენ, ვისაც ჰემატომა, შეშუპებები და სხვადასხვა სახის ანთება აწუხებს;
ელექტროთერაპია - რომელიც კარგ შედეგს იძლევა დაავადების ქვემწვავე, ზოგჯერ კი მწვავე ფორმის დროსაც.
პარაფინოთერაპია - მისი მსურველები ისინი არიან, ვისაც ნაოჭების გასწორება, ან მოდუნებული კანისა და კუნთების ტონუსში მოყვანა სურს. პარაფინოთერაპიას მიმართავენ პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
აქვე შეგიძლია მიიღო სხვადასხვა სახის სამკურნალო გამაჯანსაღებელი შხაპი, ტალახის აპლიკაციები, ისარგებლო პრესოთერაპიით, რომელიც ონკოლოგიური პრობლემების შემდგომ პერიოდში და ვარიკოზული ვენების პრობლემის დროს გამოიყენება.
აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობა „პრომეთეში“ წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.