KA

Tipping - ხურდის დატოვების კულტურა საქართველოში

მომსახურე პერსონალისთვის „თიფის“ (Tip) - დამატებითი თანხის დატოვება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ეს ტრადიცია XVI საუკუნის ინგლისში გაჩნდა და აქედან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

რა თანხა უნდა დავუტოვო „თიფის“ სახით თმის სტილისტს, ტატუ არტისტს ან კურიერს?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის პოვნა რთულია, რადგან პროფესია ბევრია და სხვადასხვა კულტურაში დამოკიდებულებებიც განსხვავდება. ზოგადად, 10-15%-იანი „თიფი“ ოპტიმალურია, თუმცა ყველაფერი შენს სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. 

„თიფის“ დატოვება შეგეძლება ყველგან, სადაც საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ბარათებით გადაიხდი. პირველის პროდუქტი, „სამადლობელი“, შესაძლებლობას მოგცემს, „თიფი“ ძირითად ღირებულებას დაუმატო და, ერთი შეხებით, ბარათითა და პოსტერმინალით გადაიხადო. მადლიერების იმავენაირად გამოხატვა შეგიძლია მეორე ბანკის ბარათის ფლობის შემთხვევაშიც.

როგორ უნდა დაუტოვო „თიფი“, მაგალითად კურიერს?

მიტანის სერვისის კომპანიების ნაწილი გაძლევს შესაძლებლობას, კურიერს „თიფი“ დაუტოვო. გადახდის ასეთი სისტემები, როგორც წესი, საკომისიოს არ იღებს და შენ მიერ დატოვებული თანხის 100%-ს კურიერი მიიღებს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია „თიფი“ გააუქმო კიდეც და თანხა შენს ანგარიშზე დაბრუნდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა