KA

ელექტრობა

მსოფლიოში გავრცელებულია ძაბვისა და სიხშირის ორი ძირითადი სტანდარტი. ერთია ამერიკული - 100-127 ვოლტი 60 ჰერცი, A და B ჩამრთველებთან ერთად. მეორე სტანდარტი ევროპულია - 220-240 ვოლტი 50 ჰერცი, C-M ტიპის ჩამრთველებთან ერთად.

მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობამ არჩევანი ამ ორი სტანდარტიდან ერთ-ერთზე გააკეთა, თუმცა ზოგჯერ გარდამავალი ან უნიკალური სტანდარტებიც არსებობს.

საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივია - ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტი მოქმედებს, რომელიც 220-240 ვოლტი 50 ჰერცსა და C-M ტიპის ჩამრთველებს ითვალისწინებს.

თუკი შენი ტექნიკა ამერიკულ სტანდარტზეა მორგებული, ადაპტერი დაგჭირდება, რომლის შეძენაც საქართველოში შესაძლებელია როგორც ელექტროტექნიკის მაღაზიებში, ისე ბაზრობებზე.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა