KA

მანქანების ქირაობა

ქვეყანაში მოგზაურობისათვის, ტურისტები ხშირად მანქანის ქირაობას ამჯობინებენ. საქართველოში კარგად არის განვითარებული ეს სერვისი. შესაბამისად, მანქანის ქირაობას უპრობლემოდ შეძლებ. 

თბილისი

თბილისში ოპერირებენ კომპანიები, რომლებსაც ყველა ტიპის მანქანა ჰყავთ - სედანი, ჯიპი, მინივენი. შეგიძლია საძიებო სისტემაში ჩაწერო „მანქანების გაქირავება საქართველოში“, კომპანია შეარჩიო და სასურველი შეკვეთა გააკეთო. მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში აპირებ ჩასვლას თუ რომელიმე სხვა ქალაქში, კომპანია სასურველ მანქანას იქ დაგახვედრებს, სადაც გჭირდება - აეროპორტი იქნება ეს თუ საქართველოს რომელიმე კუთხე. შესაძლებელია, მანქანა თბილისში აიყვანო, მოგზაურობა ბათუმში დაასრულო  და კომპანია ბათუმში ჩაიბარებს შენგან მანქანას.

ბათუმი და ქუთაისი

ბათუმშიც და ქუთაისშიც თავისუფლად არის შესაძლებელი მანქანის დაქირავება. საძიებო სისტემა დაიხმარე და ზემოთ მოწოდებული ინფორმაციაც გაითვალისწინე. 

ყაზბეგი და მესტია

ყაზბეგში, ისევე, როგორც მესტიაში, ადგილზე შეიძლება მაღალი გამავლობის მანქანის დაქირავება. ამ ტიპის მანქანები მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისთვის ყველაზე მოთხოვნადია. მანქანის დაქირავებისთვის შეგიძლია, ადგილობრივ სასტუმროებს მიმართო.

თელავი

თელავშიც უპრობლემოდ დაიქირავებ სუფთა, კომფორტულ და ტექნიკურად გამართულ ავტომობილს. დახმარებისთვის შეგიძლია ადგილობრივ სასტუმროებს ან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა