KA

მოტოციკლეტის დაქირავება

ალბათ უკვე იცი, რომ საქართველოში ვერ მოიწყენ და აქ შენთვის საინტერესო უამრავი თავგადასავალი შეგიძლია აღმოაჩინო. როგორი ინტერესებიც არ უნდა გქონდეს და რაც არ უნდა მოგწონდეს, ეს ქვეყანა ყველა მიმართულებით შემოგთავაზებს აქტივობებს, მოგხიბლავს მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და დაუვიწყარ ადგილებში გამოგზაურებს.

თუ თავგადასავლები გიზიდავს, მაშინ ჩათვალე, რომ გაგიმართლა, რადგან ხალხმრავალ თბილისში, მზიან ბათუმში, კოპწია თელავში, მაღალმთიან მესტიაში, ყაზბეგსა თუ სხვა ქალაქებში, მრავლად არის ადგილები, სადაც მოტოციკლეტით გასეირნება შეგიძლია. 

საქართველოში კარგად არის აწყობილი მოტოციკლეტების გაქირავების სერვისი და ადგილობრივ კომპანიებს გამართული მოტოები ჰყავთ. შეგიძლია საძიებო სისტემაში „მოტოციკლეტების გაქირავება“ ჩაწერო, კომპანია აირჩიო და შენთვის სასურველი მოტო იქირაო, თანაც სრული აღჭურვილობით. 

მოტოციკლეტის გაქირავების ფასი დამოკიდებულია არჩეულ მოდელზე, ქირაობის ხანგრძლივობასა და გასავლელ მანძილზე. ასე რომ, თუ შენთვის სასურველი მარშრუტი ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა - მოტოციკლით მოგზაურობა საქართველოსნაირ ეგზოტიკურ ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა