KA
CinéDOC-Tbilisi – A Documentary Film Festival

„სინედოკ თბილისი" - დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

სინედოკ თბილისი (CinéDOC-Tbilisi) სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია, რომელიც ყოველ წელიწადს თბილისში საერთაშორისო და ქართულ შემოქმედებით დოკუმენტურ კინოს წარმოადგენს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ „სინედოკ თბილისზე“?

„სინედოკზე“ საშუალება გექნება, სტილითა და რეჟისორული კონცეფციით გამორჩეული, საინტერესო ფილმები ნახო - როგორც უცხოური, ისე ქართული; ასევე შეძლებ, პირადად შეხვდე ფილმების შემქმნელებსა თუ სიუჟეტის გმირებს და ფილმში მოთხრობილი ამბის შესახებ მეტი გაიგო; სურვილის შემთხვევაში, დოკუმენტური კინოს პროფესიონალების მასტერკლასებს დაესწრები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

კინოფესტივალის პროგრამა მაყურებელს დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. „სინედოკს” რამდენიმე სექცია აქვს:

Guest Country ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტურ კულტურასა და კინოინდუსტრიას წარმოგვიდგენს;

CinéDOC-Young ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა;

Focus Caucasus ადგილობრივი და რეგიონის ქვეყნების ნამუშევრებს აჩვენებს; 

CivilDOC სექციის ფილმები კი ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალურ პრობლემებს ასახავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა