KA
Sioni Burial Vault

სიონის სამაროვანი

საქართველო თავის სტუმრებს თვალწარმტაცი ბუნებით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებითა და უძველესი ისტორიული ძეგლებით აოცებს, თუმცა მისი მიწისქვეშა სამყარო არანაკლებ საინტერესოა. 1948 წელს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი) აღმოაჩინეს. ბაზილიკა V საუკუნის II ნახევრით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
სიონი

1962 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასზე მეტი სამარხი შეისწავლა, მათ შორის - მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა. 

ამ ადგილას ახლა სიონის ტბაა. ისტორიული ძეგლები წყალსაცავს რომ არ დაეტბორა, ბაზილიკა და აკლდამა დაშალეს და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს. 

ბაზილიკის გარშემო აღმოჩენილი დიდგვაროვანთა და შედარებით ღარიბული სამარხები IV-V საუკუნეებს განეკუთვნება. 

დიდგვაროვანთა ქვის სამარხებში ნაპოვნია თიხისა და მინის ჭურჭელი, მინის, ბრინჯაოს, რკინისა და ვერცხლის სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, მინის მძივები და სხვა. 

სამარხებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დიდი ფილებით ნაგები სარკოფაგი (V-VI სს), რომელიც ორი განყოფილებისგან შედგება. 

სამარხის ქვები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არმაზის ბაზაში ინახება. სამაროვნის არქეოლოგიური მასალა კი არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაშია დაცული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა