KA

სიონის ტბა

თბილისიდან საათზე ცოტა მეტი დრო გჭირდება, თიანეთის სოფელ სიონში რომ ახვიდე. ბუნებრივი პირობებით, კლიმატითა და დედაქალაქთან სიახლოვით გამორჩეული ეს საკურორტო ადგილი უამრავ დამსვენებელს იზიდავს, განსაკუთრებით - ზაფხულობით.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
სიონი

სიონის ტბის შესახებ

მთის ჰავასთან ერთად, სიონი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მდებარე წყალსაცავი ზაფხულში ცურვისა და გაგრილების საუცხოო საშუალებაა. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ტბაზე დასვენებას უფრო სასიამოვნოს ხდის. თავად წყალსაცავი მდინარე ივრის წყლით საზრდოობს და მის ჩამონადენს არეგულირებს.

სიონის ტბა მაქსიმალურ დონეს ივლისის მეორე ნახევარში აღწევს, მინიმალურ დონეზე კი ის მარტშია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა