KA
Sno Church

სნოს ეკლესია

სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრში პატარა, ლამაზი სოფელი სნო მდებარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 1760 მეტრზე, მდინარე სნოსწყლის ხეობაშია გაშენებული.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

ეკლესიის ისტორია

სოფლის შესასვლელშივე აღმართულია ვახტანგ გორგასლის სახელობის დიდი ტაძარი. იგი 1987 წელს ძველი ტაძრის ფუძეზე ააშენეს. სწორედ მეფე ვახტანგ გორგასალს (V ს.) უკავშირდება სოფელ სნოს დაარსების ისტორიაც. 

თაობიდან თაობას გადმოცემული ამბავი გვამცნობს, რომ სოფელი სნო ღუდუშაურების გვარს დაუარსებია. სახელი თავიანთი წინაპარი მამაკაცის - სნოს პატივსაცემად უწოდებიათ. სნო გამორჩეული მებრძოლი ყოფილა, ვახტანგ გორგასალს მისთვის ამ ადგილას ციხის აშენების ნება დაურთავს და ვაჟიშვილი ღუდუშაც მოუნათლავს. აქედან წარმოშობილა ღუდუშაურების გვარიც. XVII საუკუნიდან ისტორიულ წყაროებში უკვე ამ ხეობის მფლობელი და სიმამაცით გამორჩეული შიოლა ღუდუშაურიც გვხვდება, ვისგანაც იწყება შიოლაშვილების გვარის ისტორია.

სნო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის, ერისკაცობაში - ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილის მშობლიური სოფელია.

პატრიარქის ბავშვობის სახლი სწორედ ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინ დგას. ეკლესია მოქმედია და მისი კარი ყველასთვის ღიაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა