დიდი ზომისა და რაოდენობის ნაღვენთების გარდა, სოლკოტას მღვიმე პალეონტოლოგიური მიმართულებითაც საინტერესოა. აქ აღმოაჩინეს ფრინველისა და მღვიმური დათვის ძვლები, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე 300 000 წლის წინათ ცხოვრობდა და დაახლოებით 20 000 წლის წინათ გადაშენდა.
ახლანდელი საინტერესო ბინადრებიდან მღვიმეში წითელ წიგნში შეტანილ მცირე ცხვირნალა ღამურებსა და ცრუ მორიელებს შეხვდები.
სოლკოტას მღვიმის მაქსიმალური სიგრძე 220 მეტრია, მაქსიმალური სიმაღლე - 28 მეტრი, მაქსიმალური სიგანე კი - 30 მეტრი.
გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.
მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.