ბეთანია თბილისიდან 18 კმ-ით არის დაშორებული და პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მას უმეტესად ზაფხულის სეზონზე სტუმრობენ, თუმცა ბეთანია ლამაზი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული, 4-სეზონიანი კურორტია.
ძეგლებს შორის ყველაზე ცნობილია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ბეთანიის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შემორჩენილია თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკა.
ბეთანიაში დასარჩენად უმეტესად კერძო სახლებს ან საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ.