KA

ცაიში

ზუგდიდი ძველი კულტურის მქონე რაიონია და ის გამორჩეულად მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. აქ ნახავ წინაქრისტიანული ცივილიზაციების ნაშთს, ციხესიმაგრეებს, საინტერესო ტაძრებსა და გამაოგნებელ ბუნებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი ცაიში სამკურნალო თვისებებითაც არის ცნობილი, თუმცა ის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილიცაა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:00 სთ
ბათუმი
2:10 სთ
ქუთაისი
1:45 სთ

რით არის ცაიში უნიკალური?

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია, რომელთა სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილმა აღწერა. 

ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას, 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. 

უკვე გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო და დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24-260C) უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს და ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას. ამასთანავე, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

წყლის ამოსვლის ადგილზე, 2-3 მ-ის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი - ეს ტალახი ე.წ. წყაროს ტალახებს მიეკუთვნება და მას სხვადასხვა სამკურნალო პროცედურისთვის იყენებენ.

ზუგდიდიგის მუნიციპაიტეტში მდებარე ცაიში კურორტად XX ს-ის დასაწყისში აღიარეს, როდესაც მინერალური წყლები აქ ხელახლა აღმოაჩინეს. განსაკუთრებული პოპულარობა კურორტმა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. ამ დროისთვის, ცაიში, როგორც კურორტი არ ფუნქციონირებს. 

ცაიშის გამორჩეული ბუნება 

ნოტიო სუბტროპიკული ჰავის გამო, ცაიში რბილი, უთოვლო ზამთრითა და თბილი, ნოტიო ზაფხულით ხასიათდება, რის გამოც ცაიშს წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო. 

ცაიშის ფლორაც გამორჩეულია. აქ ნახავ 400-600 წლის ხე-მცენარეებს, მათ შორის ძელქვას, რომელიც ძალიან იშვიათი სახეობაა. უზარმაზარ ცაცხვის ხეს - ცაიშის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში, რომელიც 600 წელს ითვლის; 100 წლის მაგნოლიას - მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა