„კერამიკ სტუდიო 1300” სტუმრებს სამუშაო დღეებში დილის 11:00 საათიდან 22:00 საათამდე იღებს, ხოლო შაბათ-კვირას - 12:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.
აქ შეძლებ შეიძინო: სხვადასხვა დიზაინის ულამაზესი ლამბაქები, ჭიქები, ლარნაკები, სასანთლეები და კიდევ უამრავი ნივთი, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.
თუკი ისე მოხდა, რომ სასურველი ნივთი ვერ იპოვე, აქ მისი შეკვეთაც შეგიძლია. პროფესიონალები მას მხოლოდ შენთვის დაამზადებენ.
„კერამიკ სტუდიო 1300“ მიმზიდველია მათთვისაც, ვინც კერამიკაზე მუშაობით არიან დაინტერესებული. სტუდიაში შეგიძლია ადგილზე დაესწრო სამუშაო პროცესს, დააკვირდე, როგორ იქმნება ეს გამორჩეული ნივთები, დასვა შენთვის საინტერესო კითხვები და პასუხები კომპეტენტური პირებისგან მიიღო.
და თუკი გადაწყვეტ, ეს საქმე უფრო ღრმად შეისწავლო, შეგიძლია „კერამიკ სტუდიო 1300-ის“ მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებში ჩაერთო და სასურველი ნივთი საკუთარი ხელით დაამზადო.