KA

ტაბაკონის დიხაგუძუბა

საქართველო მრავალ ლეგენდას ინახავს, რომლებიც საინტერესოა როგორც ადგილობრივების, ისე მოგზაურებისთვის. თუ ძლევამოსილი მეფე აიეტის, მედეასა და არგონავტების შესახებ გსმენია, ალბათ იცი, რომ საქართველოს ისტორია, ფაქტობრივად, კოლხეთის ისტორიით იწყება, თუმცა ის ბოლომდე შესწავლილი არ არის და ისტორიულ-არქეოლოგიური ფაქტების მიღმა უამრავი საიდუმლო იმალება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
რეგიონი
მესტია

ტაბაკონის მთის ლეგენდა

სწორედ ერთ-ერთ ასეთ საიდუმლოს მიაკვლია სოხუმის უნივერსიტეტისა და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიციამ ზუგდიდის სოფელ დიდ ნეძში, ტაბაკონის მთაზე, რომელსაც სამეგრელოში კუდიანების, ავსულებისა და ჭინკების შეკრების ადგილს უწოდებენ.

ტაბაკონის ნამოსახლარი

არავინ იცის, ურევია თუ არა ამაში კუდიანების ხელი, მაგრამ აქ ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა 40-45 საუკუნის კოლხური ნამოსახლარი და ხის ნაგებობების ნაშთი აღმოაჩინეს. 

მეგრული სახელწოდება „ტაბაკონის დიხაგუძუბა“ კი ბორცვზე მოკიდებულ მიწას ნიშნავს. კვლევებით დადგინდა, რომ მთავარი ბორცვის - დასახლების ირგვლივ მცირე ზომის დასახლებებიც იყო. 

მკვლევართა ვარაუდით, ნამოსახლარს ირგვლივ არხი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც სხვა დასახლებებს უკავშირდებოდა. მოგვიანებით ძველი კოლხები არხებით უფრო შორს, მდინარე რიონზეც კი გადიოდნენ ხის ნავებით.

ტაბაკონის დიხაგუძუბას უკვე უწოდეს „ძველი კოლხეთის ვენეცია“. მსგავსი ტიპის ნამოსახლარები აღმოჩენილია ოკუპირებულ სოფელ ფიჩორშიც, რომელიც კოლხურ ნამოსახლართან ახლოს მდებარეობს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა