KA
Ude Monastery

უდეს მონასტერი

საქართველო უძველესი სიწმინდეების კერაა და ამ ქვეყანაში უამრავ არტეფაქტსა თუ ნაგებობას გადააწყდები, რაც სრულიად ქრისტიანული კულტურისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთია უდეს მონასტერი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ადიგენი

უდეს ისტორიული მნიშვნელობა

უდე დიდი ისტორიის მქონე სოფელია, რომელიც ტურისტებსა და მოგზაურებს გამორჩეულად იზიდავს. უდესა და მის შემოგარენში შუა საუკუნეების რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ნაგებობა სოფლის ცენტრში შეგხვდება - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი.

ამ ადგილას  ეკლესია დაახლოებით IX საუკუნეში აუშენებიათ, რომელიც არაერთხელ დაზიანებულა მტრის შემოსევების გამო;

1904-1906 წლებში უდეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ძველი მართლმადიდებლური ეკლესია დაშალეს და პომპეზური, ლამაზი ტაძარი ააგეს;

კომუნისტური მმართველობის დროს ტაძარში ღვთისმსახურება აიკრძალა, კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს და ტაძარი საწყობად აქციეს. შენობაში მხოლოდ ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება დარჩა, რომელთანაც უდელი კათოლიკეები ღამღამობით, ფარულად ლოცულობდნენ. 1970-იანი წლებში კომუნისტებმა ტაძარი სოფლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადააკეთეს.

უდეს მონასტერი დღეს

1992 წელს სახელმწიფომ ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა და დღეს აქ ღვთისმსახურება მართლმადიდებლური წესით სრულდება. 

როდესაც ამ მხარეში მოხვდები, სოფელ უდეს აუცილებლად უნდა ეწვიო, რადგან აქ მიღებული გამოცდილება ნამდვილად გამორჩეული იქნება შენს მოგზაურობაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა