ურბნისის სიონის კედლებზე პირვანდელი და შემდგომი შეკეთებების კვალი იკითხება, უფრო ძველი ნაწილები კი კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი. აღსადგენად აქ სხვადასხვა ქვაა გამოყენებული.
ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილი ქვის ნატეხები მხოლოდ სამხრეთ შესასვლელზეა შემორჩენილი.
ტაძრიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით, დასავლეთ მხარეს, სამრეკლო დგას, რომელიც ნატეხი ქვითაა აშენებული. მის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერით ირკვევა, რომ ის ვახტანგ VI-ის ბრძანებით 1706 წელს აუგიათ.