ვულკანური წარმოშობის ტბას წყლით უახლოესი მყინვარები და მარადიული თოვლით დაფარული კატიწვერას მთა ამარაგებს. კამკამა წყალში კავკასიონის მთები ირეკლება. ხშირი ტყე, კრისტალურად სუფთა ჰაერი და ყვავილებით მოფენილი მინდვრები ამ ადგილს სხვა ფერებსა და ინტიმს სძენს.
უძირო ტბის ნახვა ზაფხულშია რეკომენდებული, რადგან ნოემბრიდან თითქმის მაისის ბოლომდე წყალი გაყინულია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა +10 გრადუსამდე ადის.
სალაშქროდ საუკეთესო პერიოდი ივლისი-აგვისტოა. შეგიძლიათ, ლაშქრობა ბალნეოლოგიურ კურორტ შოვთან, სოფელ გლოლაში დაიწყოთ - აქედან ტბამდე, დაახლოებით, 9 კმ-ია, ღამით კი ტბის ნაპირას, ულამაზეს გარემოში კარვებით დარჩეთ.