ტაძარი, სავარაუდოდ, VII-VIII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული, რასაც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრებაც ადასტურებს. ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა და აშენებულია ე.წ. „ჯაჭვისებური მეთოდით“, რაც ქვების ხელიდან ხელში გადატანას გულისხმობს.
გადმოცემის თანახმად, აქ ხშირად იმართებოდა ლხინი და ზეიმი, რის გამოც, ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიისთვის „სალხინო“ უწოდებია.
ტაძარზე არაერთი მიწისძვრის კვალი შეიმჩნევა. ფერსათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.