KA
Jazz and Wine Festival

ფესტივალი „ჯაზი და ღვინო"

ეს თავგადასავალი 2017 წელს შემოდგომის კახეთში დაიწყო, როცა სტუმართმოყვარეობით განთქმულ ჭავჭავაძეების წინანდლის მამულში ღვინო და ჯაზი ერთმანეთს შეხვდა და მუსიკალური ფესტივალი დაიბადა. მას შემდეგ მეღვინეობის სამშობლოში ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს მათრობელა ჯაზის დღეებია.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

რას ნახავ ფესტივალზე „ჯაზი და ღვინო“?

Jazz and Wine Kakheti-ს სცენაზე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები გამოდიან. 

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობდნენ ჯაზის სამყაროში ცნობილი სახელები: ამერიკელი გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი; შვედი პიანისტი და კომპოზიტორი იაკობ კარლზონი; ბასისტი ადამ ბენ ეზრა;  ჯაზური მუსიკის ფონზე, პარალელურად, 15-ზე მეტი ღვინის კომპანია ღვინის დეგუსტაციას მართავს, მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეულები კი საავტორო რეცეპტებით მომზადებულ კერძებს შემოგთავაზებენ.

ცნობილი სომელიეები ქართული ღვინის მომზადების უნიკალურ ტექნოლოგიას გაგაცნობენ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია, მუსიკოსებთან ერთად, ყურძენი დაკრიფო და ღვინოც კი დაწურო. 

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის 2021 წელს ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა პროექტი UNITED PIANIST შექმნეს. მასში მონაწილეობდნენ ამერიკელი ჯაზპიანისტი დენი გრისეტი, პოლონელი პიანისტი მიხალ ტოკაი, იტალიელი ჯაზმენი რობერტო ტარენცი და ქართველი პიანისტი პაპუნა შარიქაძე.

თუ ფესტივალზე დასწრებას გადაწყვეტ, გარდა იმისა, რომ გემოვნებიან მუსიკას მოუსმენ და საუკეთესო ღვინოს მიირთმევ, წინანდლის ულამაზეს ბაღშიც გაისეირნებ და XIX საუკუნის უნიკალურ ვინოთეკასაც დაათვალიერებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა