KA
The History of Georgian Money

ფულის მუზეუმი

ქართულ ფულს 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი ქართული მონეტა - „კოლხური თეთრი“ ძვ.წ. IV საუკუნეშია მოჭრილი და ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ქართული ფულის მიმოქცევის ამ დიდ ისტორიას ფულის მუზეუმის უნიკალური კოლექცია ინახავს. აქ სისტემურად არის გამოფენილი საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

ქართული ფულის ისტორია

ქართული სახელმწიფო მუდმივად ჭრიდა ფულს. მაშინაც კი, როცა ქვეყანას დროებით დამპყრობლები მართავდნენ.

საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, იცვლებოდა მონეტების ფორმა, წარწერები და გამოსახულებები; ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები განაპირობებდა იმასაც, რომ ქართულ მონეტებზე ხშირად ორენოვანი წარწერები ჩნდებოდა (ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული).

რას ნახავ ფულის მუზეუმში?

ფულის მუზეუმი კახეთში, ქალაქ ყვარელში, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, 2001 წელს დაარსდა და ერთადერთია, რომელიც მთლიანად ფულის თემატიკას ეძღვნება. 

მუზეუმში გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ფულის ნიშნებიც. აქ შეგიძლია შეიძინო ქართული მონეტების ასლები და ლიტერატურა ფულის ისტორიის შესახებ, რომელიც არამხოლოდ ნუმიზმატებისთვის არის საინტერესო. 

ფულის მუზეუმი ყვარლის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს.

მუზეუმში შესვლა უფასოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა