KA
Karvasla

ქარვასლა

ამ შენობასთან საუკუნეების წინათ დიდი აბრეშუმის გზაზე მოძრავი ქარავნები ჩერდებოდა, მოვაჭრე-მოგზაურები აქ ისვენებდნენ, გარიგებებს დებდნენ და შემდეგ გზას აგრძელებდნენ. ასეთ სახლებს ქარვასლა ერქვა, რაც თურქულ ენაზე ქარავნის (მოგზაურთა ჯგუფი) სახლს ნიშნავს. აბრეშუმის გზაზე მდებარე თბილისში რამდენიმე ქარვასლა არსებობდა და პირველი სწორედ ამ ადგილას - სიონის ეკლესიასთან აშენებულა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

ამ ადგილას ქარვასლა 1650 წელს როსტომ მეფეს აუშენებია და თბილელი ეპისკოპოსისთვის უბოძებია.  1795 წელს ეს შენობაც და თბილისიც აღა-მაჰმად-ხანმა დაანგრია. 1820 წელს ძველ საძირკველზე ახალი ქარვასლა თბილისელმა ვაჭარმა გეურქ აღა-არწრუნმა ააშენა, ამიტომ დღეს შენობას ორი სახელი აქვს - თბილელის ქარვასლა და არწრუნის ქარვასლა. 

ფასადზე გამოხატულია ჰერმესის კვერთხი - ფრთიანი ხელჯოხი, რომელსაც ორი გველი ეხვევა. ბერძნული მითოლოგიით, ჰერმესს ამ კვერთხით შეეძლო ყველა კამათი შეეწყვიტა და მტრები შეერიგებინა. სწორედ ამიტომ ჰერმესის კვერთხი ქარვასლაზე სიმბოლურია, რადგან ამ ადგილზე სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ხალხი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდა.

როგორ გამოიყურება თბილისის ქარვასლა ამჟამად 

ამჟამად შენობაში თბილისის ისტორიის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა და მაღაზიებია განთავსებული. 

საინტერესოა შენობის მიწისქვეშა არქიტექტურაც. აღმოჩნდა, რომ შენობის სარდაფი მეფე როსტომის დროინდელია და რამდენიმე უძველესი დარბაზი ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. სწორედ აქ არის განთავსებული ღვინის მუზეუმი, სადაც საინტერესო ექსპონატებსაც ნახავ და ღვინის დეგუსტაციასაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა