KA
Ksani Gorge Historical-Architectural Museum-Reserve

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ქსნის ხეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარი ადგილია. აქ ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი მდინარე ქსნის ნაპირზე, ქალაქ ახალგორში მდებარე ქსნისა და არაგვის ერისთავთა რეზიდენციაა. ახლა აქ ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალია განთავსებული.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ახალგორი

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია

ქსნის ერისთავთა ყოფილი სასახლე XVII ს-ის დასაწყისის ხუროთმოძღვრული ანსამბლია, რომელიც XIX ს-ში ამპირის სტილით გადააკეთეს. საბჭოთა მმართველობის დროს სასახლეში სკოლა და სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა. 

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დაცული არტეფაქტები

სასახლეში განთავსებულ მუზეუმში დაცულია ქსნის ხეობაში აღმოჩენილი წინარე და ადრე ანტიკური ხანის არტეფაქტები: საბრძოლო იარაღი, სამკაულები, ნუმიზმატიკური კოლექცია, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა და  XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.

2006 წელს მუზეუმ-ნაკრძალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წლის მოვლენების შემდეგ კი მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა