KA

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრი

კულტურული ტრადიციებით მდიდარი ქუთაისის ცენტრალური მოედნის ისტორიულ იერსახეს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქმნის. უნიკალური არქიტექტურული შენობა, რომელიც ძეგლის სტატუსს ატარებს, XX საუკუნის 50-იან წლებში აიგო ქალაქისთვის, სადაც სპექტაკლები XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან იმართება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია

პირველი ისტორიული წარმოდგენა ქუთაისში 1861 წლის 3 მარტს სცენისმოყვარეებმა ითამაშეს. ეს იყო ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. 1880 წელს ქუთაისში პროფესიული დასი დაფუძნდა. მას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.  

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. 1928 წელს ქუთაისში, დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მეთაურობით, მეორე - ქუთაისი-ბათუმის სახელმწიფო თეატრი დაარსდა.  

ქუთაისის დრამატულ თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი 1940 წელს მიენიჭა, 1955 წელს კი მისი ახალი, 1100 მაყურებელზე გათვლილი შენობა გაიხსნა. 2008 წელს თეატრს 100-ადგილიანი მცირე სცენა და მისი ისტორიის ამსახველი მუზეუმი შეემატა. 

2022 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თავისი 162-ე სეზონი გახსნა. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა