სპორტის მუზეუმში 1 600-ზე მეტი ექსპონატია დაცული: ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული ჯილდოები. მათ შორის, ყველა სინჯის მედალი, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ფოტოარქივი, წიგნები, ჟურნალები და სხვა.
მუზეუმის შენობის ძირითადი ნაწილი მუდმივ ექსპოზიციას უკავია. ცალკე სტენდი აქვს დათმობილი მაია ჩიბურდანიძეს, ჭადრაკის მსოფლიო ვარსკვლავს, ქართველს, რომელიც ქუთაისში დაიბადა. ჯილდოებთან ერთად, აქ მისი დაფნის გვირგვინიც არის გამოფენილი.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში პირველი ქართველი ველომრბოლელის ველოსიპედსაც ნახავ. აქ გამოფენილია, აგრეთვე, XX საუკუნის 60-იანი წლების ბრიტანელი ვარსკვლავის ჯორჯ ბესტის მაისური, სპორტსმენის, ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის მიხედვით „საუკეთესო ფეხბურთელის, რომელსაც ოდესმე ჩრდილოეთ ირლანდიის მწვანე მაისური მოურგია“.