KA
Ktsia monastery

ქციის მონასტერი

მდინარე ქციის ულამაზეს ხეობაში რომ აღმოჩნდები, ტყეში ჩაფლულ მონასტერში მყუდროებას მხოლოდ ჩიტების ხმა და მდინარის ჩუხჩუხი დაგირღვევს. ეს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერია, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქციაში (ჩათახი) მდებარეობს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
დმანისი

ქციის მონასტრის ისტორია და არქიტექტურა

ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, მის შესასვლელში კი ასომთავრული წარწერა დაგხვდება: „ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია“. 

და თუ დაინტერესდები, რომელ მტერს გულისხმობს წარწერა, პასუხს მონასტრის კედლებში იპოვი.  

აქ ასევე გაიგებ, რომ XI-XIII საუკუნეებში ქციის მონასტერი სასულიერო მოღვაწეობის ერთ-ერთი ცენტრი ყოფილა, თუმცა XIV-XV საუკუნეებში, როცა თემურლენგი ქვემო ქართლში რამდენჯერმე შემოიჭრა, მონასტერი მთლიანად განადგურებულა. 


ქციის სამონასტრო კომპლექსი, ეკლესიასთან ერთად, საცხოვრებელ ნაგებობასა და სამეურნეო სათავსებსაც მოიცავს. ქციის მონასტერი სამეკლესიიანი  ბაზილიკაა, რაც საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტია.  

მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდა და დღესდღეობით მოქმედია. აქ, მიმდებარე ტერიტორიაზე, ქციის ხეობასა და გომარეთის პლატოზე VI-XVII საუკუნეების რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერია.

ქციის მონასტრიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მანძილი 5 კმ-ია, სადაც სურვილის შემთხვევაში ღამის გათენებას შეძლებ. თბილისამდე კი აქედან, დაახლოებით, 100 კმ-ია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა