KA
Chachuna Managed Reserve

ჭაჭუნის აღკვეთილი

საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% დაცულ არეალად არის გამოცხადებული. მათ შორის ერთ-ერთია ჭაჭუნის აღკვეთილი, რომელიც 5200 ჰექტარზეა გადაჭიმული. ის საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

ჭაჭუნის აღკვეთილის ფლორა და ფაუნა

აღკვეთილში არაერთგვაროვანი რელიეფი და ლანდშაფტია - თვალუწვდენელ მდელოებს, კირქვულ კლდეებს, თიხნარ გორაკებს, რომლებზეც სტეპური მცენარეებია, მდინარე ივრის გაყოლებაზე უნიკალური ჭალის ტყეები ენაცვლება.

ჭაჭუნის ჭალის ტყეები საქართველოს „წითელ წიგნში“ შესული იშვიათი მცენარეების სახლია. აქ შეგხვდება თეთრი ვერხვი (Populus alba), ჭალის მუხა (Quercus longipes Steven) და კავკასიური აკაკი (Celtis caucasica).

არანაკლებ მდიდარია აღკვეთილის ფაუნაც. ჭაჭუნაში არიან ენოტები, ტურები, ასევე, წითელ ნუსხაში შეყვანილი ლელიანის კატები, მგლები…

ამ ტერიტორიებზე ბერნის კონვენციით დაცული 60-მდე ფრინველი ბინადრობს, მათ შორისაა ულამაზესი დურაჯი (Francolinus francolinus) და ბექობის არწივი (Aquila heliaca). 2020 წელს კი აღკვეთილის ფოტოხაფანგმა ფოცხვერიც დააფიქსირა.

ჭაჭუნის კირქვული კლდეების გამოქვაბულებში ორბებისა და ფასკუნჯების საბუდარია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა