KA

ხელოვნება და კულტურა

საქართველო უძველესი ქვეყანაა და ქართული კულტურაც უპირველესი ცივილიზაციების ეპოქიდან იწყება. აქაურობა გაგაოცებს სიძველისა და თანამედროვეობის კომბინაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და ისეთი სანახაობებით, რომლებშიც საუკუნოვანი ტრადიციები ახლებურ ფორმებშია გაცოცხლებული.

 ეგზოტიკური, იდუმალი და უნიკალური ქართული კულტურა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუდმივად უწევდა ომები დამპყრობლებთან, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო და შეინარჩუნა თვითმყოფადი ხუროთმოძღვრება, ენა, უნიკალური დამწერლობა, ლიტერატურა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნება, გასტრონომიული ტრადიციები და სხვა. როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, შენ წინ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გადაიშლება და პასუხი კითხვაზე „რატომ საქართველო?“ სულ რამდენიმე საათში გეცოდინება.

Top Places
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა