ის აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსაცავია, განსაკუთრებით თევზის რეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბის ზედაპირის ფართობი 10,6 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე - 7,2 მ. ივსება მტკვრის წყლით; სუსხიან ზამთარში იყინება. ამ ადგილს მიგრაციისას საკვების მოსაპოვებლად და დასასვენებლად 20000-ამდე ფრინველი იყენებს - მცირე ჩვამა, წითელი იხვი, გარეული იხვი, ჭიკვარა და სხვა; ტბაში კი 20-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის: ხრამული, მტკვრის წვერა, ჭანარი, მურწა, შამაია, ლოქო და სხვა.
ტბის ზედაპირის ფართობი 5,4 კმ²-ამდეა, საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით და მდინარე ალგეთით, რომელიც არხით არის მიყვანილი. ტბის ფსკერზე სამკურნალო ტალახია, რომელიც მდიდარია რკინის სულფიდით. თუმცა აქ უმეტესობა სათევზაოდ მოდის, რადგან მრავლად არის კეფალი, სქელშუბლა, კობრი, ლოქო, სარკისებრი კობრი, ხრამული, წვერა და სხვა.
ის სოფელ ბარეთში ზღვის დონიდან 1612 მეტრზე მდებარეობს. ტბის ზედაპირის ფართობი 1,34 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე - 1,3 მ. ტბა ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს და მასში ოქროსფერი კარჩხანა ბინადრობს.