ჯაპანის ტბა გურიის დაბლობზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ძირითადად წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. მისი წყალი მტკნარი და გაუდინარია. მის გვერდით კიდევ ორი - დიდი და მცირე ნარიონალია.
დღეს ჯაპანის ტბა ტბორად არის გადაკეთებული და იქ აქტიურად მისდევენ თევზის მოშენებას. ტბაში ბინადრობს სქელშუბლა, კობრი, ამური და ქარიყლაპია.
ჯაპანის ტბა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მისი ულამაზესი ბუნება ტბას მიმზიდველს ხდის დამთვალიერებლისთვის.
ზამთარში ჯაპანის ტბა კარგი თავშესაფარია გადამფრენი ფრინველებისთვის. ამ პერიოდში აქ უამრავ გარეულ იხვსა და ბევრი სხვა ტიპის ფრინველს შეხვდები.
როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, აუცილებლად შეიტანე შენს მარშრუტში ჯაპანის ტბაც.