დასვენება ოჯახთან ერთად | Georgia Travel


დასვენება ოჯახთან ერთად

ზამთარი საქართველოში, ყველასთვის მიმზიდველია, არ აქვს მნიშვნელობა განტვირთვის მოყვარულები ხართ, თუ აქტიური დასვენების, გიყვართ თოვლი, თუ მმშრალი, თბილი ამინდი, თქვენ აუცილებლად იპოვით დასვენების სასურველ ვარიანტს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. საქართველოს სათხილამურო კურორტები მრავალფეროვანი ფერდობებითა და განსხვავებული ჰავით გამოირჩევა. თუ გსურთ, თქვენი შვილების ჯანმრთლობის გაუმჯობესება ან გსურთ დააკავოთ ისინი ზამთრის სპორტით, როგორიცაა თხილამურები ან სნოუბორდი (ან გსურთ ისწავლოთ თავად), გაემგზავრეთ ბაკურიანში! აქ ფერდობები არც ისეთი ციცაბოა და ჰაერი გაჯერებულია წიწვნარის სურნელით. ბაკურიანი გამორჩეული მიმართულებაა ბავშვებისთვის და ოჯახებისათვის, წელიწადის ნებისმიერ დროს და რათქმაუნდა ზამთარიც არ არის გამონაკლისი. ოჯახური ეკსურსიების მოყვარულებს, შეგიძლიათ გაემზავროთ იმერეთის მხარეში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო გამოქვაბულები, ერთ-ერთ მათგანში დინოზავრის ნაკვალევია შემონახული, ამ ადგილს  “სათაფლია” ეწოდება! ზამთრის სეზონზე შავი ზღვის სანაპიროც თავისებურად მომხიბვლელია. რბილი კლიმატი, ზამთრის ზღვა, ახალი თევზი, ბათუმის განთქმული სურნელოვანი ყავა, მარადმწვანე ბოტანიკური ბაღი, მოგზაურობა მთიან აჭარაში, ველოსიპედით გასეირნება და ულამაზესი მზის ჩასვლა სანაპიროზე ... ახალი წლის მშვენიერი დასაწყისია! თბილისისა და კახეთის ღვინის სახლები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან სტუმრებს. სტუმარ-მასპინძლობას, საინტერესო ისტორიებს, ღვინოსა და გემრიელ საჭმელს სეზონი არ ააქვს! ესტუმრეთ საქართველოს ამ სეზონზე და აივსეთ თბილი და გამორჩეული ემოციებით!




სხვა აქტივობები