კულტურული მემკვიდრეობა | Georgia Travel


კულტურული მემკვიდრეობა

  • კლდეში ნაკვეთი ქალაქები
 მსოფლიოში ცნობილ კლდეში ნაკვეთ ქალაქებს შორის საქართველოში არსებული რამოდენიმე ასეთი კომპლექსი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. უფლისციხე, დავით გარეჯის მონასტერი და მსოფლიოში სახელგანთქმული ქალაქი ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. უფლისციხე  „უფლის ციხე” შეიძლება დათარიღებული იქნას ადრეული რკინის ხანის პერიოდით. იგი განლაგებულია მაღალ კლდოვან ციცაბო კედლებზე, რომლებიც გადმოყურებს მდინარე მტკვრის სანაპიროს. გამოკვეთილი ბუნებრივი ქვიშაქვის მასივში 8 ჰა ფართობზე კლდეში ნაკვეთმა ქალაქმა გაუძლო მილიონობით ადამიანს, ეროზიას, საუკუნეებს და მიწისძვრებსაც  კი.  მან შეინარჩუნა სახე და გვევლინება წარმართული და ქრისტიანული არქიტექტურების შერწყმის კარგ მაგალითად. დავით გარეჯის მონასტერი  მე-6 საუკუნეში გარეჯის მთის კალთებზე დააარსა ერთ-ერთმა  ასურელი მამებიდან _  მამა დავითმა (გარეჯელი).  ისინი იყვნენ მისიონერები მესოპოტამიიდან,  რომლებიც ქადაგებდნენ ქრისტიანობას  და იყვნენ დამფუძნებლები მრავალი მონასტრისა თუ წმინდა ადგილისა საქართველოში. ფრესკები აქ  საუცხოოა. ზოგიერთი მათგანი დათარიღებულია მე-9 და მე-10 საუკუნეებით. საქართველოს ოქროს ხანა წარმოუდგენელ, პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მე-11-13 საუკუნეების ფრესკებზე. საოცარი ციხე-ქალაქი ვარძია უკავშირდება მეფე თამარის მეფობის პერიოდს, დაახლოებით  ათასი წლის წინ. მისმა მამამ, გიორგი III-მ, დაიწყო კომპლექსის მშენებლობა, რაც შემდეგ გააგრძელა მეფე თამარმა. მრავალი ფრესკა დათარიღებულია მე-12 საუკუნის დასაწყისით და კომპლექსი მოიცავს პატარა სამლოცველოებს, სამრეკლოებს, საიდუმლო გვირაბებს, ბერების კელიებს, ასევე დღემდე მოქმედ მონასტერს. ყველაზე მშვიდი და განსაცვიფრებელი ქალაქგარე სოფლის ფონზე მისი ულამაზესი ადგილმდებარეობა გიპყრობს და გადაჰყავხარ თამარის მეფობის წლებში.    
  • ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (UNESCO WEB)  
  ბაგრატის ტაძრის მშენებლობა ბაგრატ III-მ, ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ დაიწყო მე-10  საუკუნის ბოლოს და დასრულდა მე-11  საუკუნის ადრეულ წლებში. მიუხედავად იმისა, რომ თურქების მიერ ნაწილობრივ იქნა დანგრეული 1691 წელს, მისი ნანგრევები ჯერ კიდევ დგას ქუთაისის ცენტრში. გელათის სამონასტრო კომპლექსში, რომლის ძირითადი შენობა მე-12  და მე-17 საუკუნეებშია აღმართული, დღესაც კარგადაა შემონახული შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა. საკათედრო ტაძარი და მონასტერი წარმოადგენს საქართველოს აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურას.    
  • მცხეთის ისტორიული მონუმენტები (UNESCO WEB)
ისტორიული ეკლესიები, მცხეთა _ საქართველოს ყოფილი დედაქალაქი, ცნობილია შუა საუკუნეების რელიგიური არქიტექტურით კავკასიაში.  გამოირჩევა მაღალი მხატვრული და კულტურული დონის ძეგლებით, რომელიც ხაზს უსვამს უძველესი სამეფოს კულტურულ დონეს.  
  • ზემო სვანეთი (UNESCO WEB)
  ზემო სვანეთის რეგიონში განსაკუთრებული მთის პეიზაჟები, შუა საუკუნეების ტიპის სოფლები და საცხოვრებელი კოშკები შემონახულია მისი ხანგრძლივი იზოლაციის გამო.  სოფელ ჩაჟაშში 200-ზე მეტი ძალიან უჩვეულო სახლია შემორჩენილი, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც საცხოვრებელი, ასევე  თავდაცვის მიზნით, თავშესაფრად შემოსევების დროს,  რომლებიც ხშირი იყო  რეგიონში.



სხვა აქტივობები