მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 40 კილომეტრში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს.
მტირალას ეროვნულ პარკში 2 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ფრინველებზე დაკვირვების და სათავგადასავლო ტურებს სთავაზობენ. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინი, ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდენ.
აქ შეგიძლიათ ნახოთ მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზესი ხეობა, წიფლის ხელუხლებელი კორომები, წაბლნარის 15-მეტრიანი ჩანჩქერი. ტურისტული სეზონი მტირალას ეროვნულ პარკში გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. N 13
ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ჩაქვისთავი