მუსიკოსთა პარკი

მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში, გურია

Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2016 წლიდან „მუსიკოსთა პარკი“ ფუნქციონირებს. 21 ჰექტარ ტერტორიაზე გაშენებულ პარკში გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სამი ღია სცენა. პარკის სივრცეში განთავსებულია  სკვერი, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას - ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა.

2021 წლის ზაფხულიდან მუსიკოსთა პარკი დამსვენებლებს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით და გასართობ პროექტებს შესთავაზებს, რომლებიც პარკში დროის გატარების გამოცდილებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.  პარკის ტერიტორიაზე პერიოდულად გაიმართება ფილმების ღია ჩვენება და მოეწყობა სივრცე კრაფტინიგსთვის, დაორგანიზდება სათავგადასავლო თამაშები, ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ მხატვარ-კარიკატურისტები, რაც იმაში დაგვეხმარება, რომ ერთიანი ეკომეგობრული სივრცე შევქმნათ.

მუსიკოსთა პარკი

სხვა სტატიები

საქართველოს შესახებ
„მშრალი ხიდის“ ბაზრობა - საუკეთესო ადგილი უნიკალური სუვენირების შესაძენად!

„მშრალი ხიდის“ ბაზრობა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თავისუფლების მოედნიდან ფეხით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ შეიძლება წააწყდეთ ყველა იმ სუვენირს დ

Bucket List
საქართველოს 10 ყველაზე ლამაზი ტბა

ქორულდის ტბები სვანეთი. მაღალმთიან პლატოზე სამი პატარა ტბა თვლემს. Photo credit: OutdoorUkraine ეს პლატო მესტიის, სვანეთის ცენტრალური დასახლების თავზეა განლაგებულ