2012 წელს ადგილობრივებმა ალგეთის წყალსაცავის სიახლოვეს შემთხვევით ადამიანის თავის ქალა იპოვეს. მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავის ქალა 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც, სავარაუდოდ, V-VI საუკუნეების მკვიდრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური კვლევების შედეგად არაერთი სამარხი და ნამოსახლარია აღმოჩენილი, რაც საფუძვლიან ვარაუდს ბადებს იმისა, რომ აქ შუა საუკუნეებში დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყო.
სიგრძით 4,2 კმ და სიგანით 1,2 კმ წყალსაცავი სოფელ ტბისისა და კუმისის ირიგაციას უზრუნველყოფს.