KA
Alphabetic Tower

ანბანის კოშკი

„ანბანის კოშკის“ პოვნა ბათუმში ნამდვილად არ გაგიჭირდება - ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა და ქართული ანბანის ასოებითაა დამშვენებული. 
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

ანბანის კოშკი ბათუმში

„ანბანის კოშკი“ ბათუმის ღირსშესანიშნავ ადგილთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. კოშკის წვერში განთავსებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და მის სტუმრებს საშუალება აქვთ ანბანის კოშკიდან გადახედონ ქალაქის, მთებისა და შავი ზღვის ულამაზეს ხედებს.

ბათუმის „ანბანის კოშკი“ 2011 წელს აშენდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორს ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ქართული ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის ჯაჭვის მსგავსი არქიტექტურაა და მასში გადაადგილება მხოლოდ შემინული ლიფტებით არის შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა