KA
Armaziskhevi Archaeological Site

არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლი

არმაზისხევის არქეოლოგიური კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვისაა უნიკალური ძეგლი. ეს საველე მუზეუმი საქართველოს ძველი დედაქალაქის - მცხეთის უძველეს უბანში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. 
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

აქ აღმოჩენილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი და სამარხები I საუკუნიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით თარიღდება. 

არქეოლოგებმა მიაკვლიეს სასახლის, აბანოს, მარნის, წყალსადენის, კერამიკული სახელოსნოს, საგვარეულო ნეკროპოლის ნაშთსა და II-IX საუკუნეების 144 სამარხს. 

განსაკუთრებით საინტერესოა საგვარეულო ნეკროპოლი, რომლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ამ ადგილზე ძველი ქართლის პიტიახშთა, ანუ სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალთა რეზიდენცია იყო და ცხოვრება დუღდა.

დიდგვაროვანთა მდიდრულ სამარხებში (II-III სს) კი ოქროსა და ვერცხლის უამრავ სამკაულს მიაკვლიეს, ასევე მონეტებსა და სხვადასხვა ნივთს.

არქეოლოგიური მასალის ნაწილს ადგილზე, არმაზისხევში ნახავ, ნაწილი კი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

სამარხებში აღმოჩენილი მდიდრული ქონება ნათლად აჩვენებს იმ საუკუნეებში ქართული სამეფოს განვითარებულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკისა და კულტურის მაღალ დონეს.

სამწუხაროდ, ჯერ IV საუკუნეში - სპარსეთის ჯარის, შემდეგ კი 735 წელს არაბი სარდლის მურვან ყრუს დიდძალი ლაშქრის შემოსევის შედეგად აქაურობა განადგურდა და ცხოვრებაც შეწყდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა