KA
Armazi Virgin Mary Church

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

არმაზის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის XII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული და მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კილომეტრშია. არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედია და ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესიის არქიტექტურა

კომპლექსი მაღალი მთების შუაშია მოქცეული და ღვთისმშობლის ეკლესიას, მინაშენს, საძვალესა და სამრეკლოს მოიცავს. 

მოკრძალებული, დარბაზული ტიპის ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ, მოხატულობის ნაშთს კი საკურთხევლის სიახლოვეს და დასავლეთ კედელზე შენიშნავ. 

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკები

ეკლესიის კანკელზე გამოსახულია სამი წმინდანი, ჯვრები და დეკორატიული მოტივები. წმინდანების სახეები დაბალი შუბლითა და ფართოდ გახსნილი თვალებით ძველ ქრისტიანულ ხელოვნებას უახლოვდება. 

ტაძრის დასავლეთ მხარეს უფრო გვიანდელი - XVI-XVII საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო დგას. 

არმაზის ციხე

არმაზის ულამაზეს ხეობაში, ღვთისმშობლის შუა საუკუნეების ეკლესიის გარდა, შეგიძლია ეკლესიიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, მაღალ კლდოვან მთაზე აგებული არმაზის ციხეც იხილო, რომელიც XIII-XV საუკუნეებით თარიღდება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა